აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე ციტრუსის მოვლის პროცედურებზე გვესაუბრება. სპეციალისტის თქმით, საჭიროა ციტრუსი ზედმეტი ყვავილებისგანაც გათავისუფლდეს, რაც მცენარის მსხმოიარობაზეც აისახება და ფერმერს გაცილებით მეტი შემოსავლის მიღების საშუალებასაც მისცემს. მისი თქმით, არასწორ დროს წამლობას კულტურის განადგურება შეუძლია. სპეციალისტი ხაზს პრეპარატების გამოყენებისას დოზირების ზუსტ დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას. აგრონომის განმარტებით, ციტრუსის ბაღში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომბინირებული წამლობების ჩატარება საუკეთესო მეთოდია, რომელიც ფერმერს დროსა და ენერგიას დაუზოგავს.
„ყველა ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება სხვა ბუგრების წინააღმდეგ, გამოიყენება ამ ფაროსანას წინააღმდეგაც. ანუ ინსექტიციდით წამლობის პერიოდები უნდა გაახშირონ. ეხლა დაიწყო ფაროსანას გამოსვლა. ფაროსანა: შენობებში, ნაგებობებში, მშრალ ადგილებში, ყველგან იბუდებდა და უკვე დაიწყო გამოფრენა, უკვე დაიწყო მისი პირველი თაობის გამრავლების სტადია. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეხლა ყველაზე კარგი პერიოდია. თუ სადმე გამოჩნდა ბუნებრივია ჩვენ ვატარებთ წამლობას. სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ თუ ვატარებთ წამლობას, კომბინაციაში აუცილებლად რომელიმე ინსექტო პრეპარატს ვუმატებთ. ასე, რომ სოკოვან დაავადებებთან ერთად ფაროსანას წინააღმდეგაც უკვე გატარებულია ღონისძიება“, - ამბობს ლევან ბოლქვაძე.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.