weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელოში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებენ

21:58 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა. ტერიტორიები ქიმიური საშულებით ორი მეთოდით თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.

სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებენ. ლევან ჯიჭონაიას თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ამასთან გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელიც.

„შედეგი არის, ვინაიდან ვიცით ყველამ თუ რა მდგომარეობა იყო შარშან. მოსახლეობის, ფერმერების სრულიად 100%-მა ვერ აიღო თხილის მოსავალი. წელს წამლობების შედეგი ნამდვილად არის. ამას დაემატა ის მდგომარეობა, რომ თვითონ ფერმერიც მონდომებულია და საკუთარი ძალებით ებრძვის არსებულ მავნებელს“, - ამბობს ლევან ჯიჭონაია.

ფერმერს თხილის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. სურსათის ერონული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისიწინებით ჩატარებული წამლობის შემდეგ იმედი აქვს, რომ წელს მოსავალს სრულად მიიღებს.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]