weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში

16:36 პარასკევი, 20 ივლისი 2018

მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. აქ 40 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკაა მობილიზებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანია ღონისძიებების დროულად და ინტენსიურად ჩატარება. უწყების ხელმძღვანელი ფერმერებს მოუწოდებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მასშტაბური ღონისძიებები ნისლის გამოყენებით გაგრძელდება ივლისის და აგვისტოს თვეებში, სადაც მაქსიმალური რაოდენობა არის მავნებლის. საბოლოოდ სექტემბერ-ოქტომბერში გაგრძელდება მოზამთრე ინდივიდების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, რომელიც სახლებში დაიწყებენ შესვლას. ასე რომ, წელს ძალიან ოპერატიულად და ძალიან ეფექტურად ჩატარდა ღონისძიებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტრატეგია, რომელიც მიმდინარე წელს დაიგეგმა სწორედ იყო დაგეგმილი და ბრძოლის ღონისძიებები სწორედ წარიმართა. შედეგიც სახეზე გვაქვს. დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მნიშვნელოვანი კლებაა“, - აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.

„მონიტორინგის საფუძველზე შტაბმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მესამე ეტაპი. გუშინ ათი ადმინისტრაციული ერთეული დამუშავდა და ორი-სამი დღის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეული იქნება დამუშავებული“, -   განაცხადა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით -18 ათასზე მეტი ჰექტარი.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]