დასავლეთ საქართველოში უკვე წამლობის მესამე ეტაპი დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ მოსახლეობის ინფორმირებულოს მაჩვენებლი.
„ 24 საათით ადრე, როდესაც შტაბი გეგმავს, რომელიმე სოფლის შეწამვლას მოდის მესიჯი როგორც მერთან, ასევე მოადგილეებთან. იმ პიროვნებეთან ვინც უშუალოდ არის ჩართული. პირველ რიგში სოფლის წარმომადგენელთანაც. ერთად ვერთვებით საქმიანობაში, რომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ მოსახლეობა, ეს არის პირველი დავალება. მას შემდეგ ვიცით, რომ ორნაირი შეწამვლა ხდება. ერთი თერმული ნისლით და მეორე შესხურებით. გვყავს ტრაქტორები, რომლებიც ასხურებს. ჩვენ ტრაქტორისტებს ვეხმარებით. ჩამოსულმა ტრაქტორისტმა არ იცის ყველა ტერიტორია, სად შევიდეს. ვეხმარებით, მაქსიმალურად შევიყვანოთ მასივებში და დროულად მოხდეს მისი შეწამვლა ტექნიკას ხარვეზი, რომ არ ჰქონდეს. იქ არის არხები. გადაჭრილია რაღაც გზები, რომ არ ჩაგვივარდეს ტექნიკა მივყვებით წინ, ვანახებთ გზას. პროცესი თანდათანობით მიდის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ შტაბს. თვითონ აქეთაც გვეხმარებიან და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ, რადგან სრულყოფილად იქნეს ყველა მასივი, ყველა ყანა დამუშავებული“, - განაცხადა აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ჯონი ჩოჩიამ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.