weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა მესხი - ფაროსანასთან ბრძოლას პრეპარატისადმი უნდობლობა აფერხებს

20:05 ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება პრეპარატებისადმი ფერმერთა ნაწილის უნდობლობა გახდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა მესხის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა. სპეციალისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება, კონკრეტულ შემთხვევაში კი უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.

„ჩვენ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია. ასევე ჩვენ გამოვცადეთ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური პრეპარატები და ძალიან კარგად მოქმედებს მავნებლის წინააღმდეგ. მისი კონტროლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მავნებლის ესეთი მაღალი რიცხოვნობა გვაქვს. სამწუხაროდ ესეთი ინფორმაციის არსებობა ბევრისთვის შეცდომაში შემყვანია და ფერმერები გარკვეულწილად უფრთხიან ამ პრეპარატების გამოყენებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს ვისაც აქვთ ესეთი ტიპის პრეპარატები გამოიყენონ და მათ ექნებათ ძალიან მაღალი ეფექტი“, - აცხადებს დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]