საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა შეტყობინება 26 ივლისს, 15:28 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
„ურთულესი რელიეფის გამო შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში, 27 ივლისს, გამთენიისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.