weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ხე-ტყის შემოტანას წავახალისებთ, შევზღუდავთ მორისა და ფიცრის გატანას - პრემიერი

10:20 შაბათი, 28 ივლისი 2018

„კარგად მესმის, რომ იმ სიღარიბის ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ძალიან რთულია, ვთქვათ რადიკალური უარი სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა არ დავიწყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ წარმოადგინა.

„დღეს გამწვანებაზე ფიქრი ყველა ჩვენგანის ვალი და ამოცანაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად კი მიმაჩნია ტყეზე ზრუნვა. იცით, რომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ის სურათი, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ კლიმატური ცვლილებები და იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ასეთი გამოწვევები არსებობს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად გვაწვება ის მდგომარეობა, რაც საქართველოში გვაქვს ტყის მოვლის თვალსაზრისით. 

მთავრობის გასულ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოვაცხადეთ, რომლის მიხედვითაც

საქართველოში იმპორტირებული ხე-ტყის შემოტანას წავახალისებთ. ამასთან ერთად, ჩვენ საქართველოდან შევზღუდავთ ე.წ. მორისა და ხის ფიცრის გატანას. ეს არ არის ის ღირებულება, რომელიც საქართველოში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

არა, ეს მხოლოდ აჩანაგებს ჩვენს მთავარ სიმდიდრეს - ტყის საფარის მოცულობას საქართველოში. ჩვენ წავახალისებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში შექმნის სამუშაო ადგილებს და განავითარებს მაღალი ღირებულების მქონე სექტორებს. ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ტყის დაცვის პოლიტიკაში, რომ ტყის მართვის პროცესში სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული. ეს სამუშაო ადგილები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარწმუნებთ, ამ სამუშაო ადგილების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შევძლოთ და ადგილზე უზრუნველვყოთ სტაბილური შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება დაცული ტერიტორიებისა და ყველა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემების განვითარებაში.

„ტყის სარეკრეაციო და ტურისტული მიზნებისთვის განვითარება იქნება ამ სექტორში ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი“, - აღნიშნა პრემიერმა კონცეფციის წარდგენისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]