როგორც პანკისის სათემო რადიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, დაშავებულები თავის არეში მიღებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„პაციენტებს ძრითადად თავის ტრავმა, ტვინის შერყევა აქვთ. ერთს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
ავტომობილი ქალაქ რუსთავიდან პანკისის ხეობაში ქორწილის კოლონას მიყვებოდა. დაშავებულები პანკისის სოფელ დუისიდან არიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.