„ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს“, - განაცხადეს საგაგნგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თვითმხილველები ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ მამაკაცი ზღვაზე ახლობლებთან ერთად იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.