დაუზუსტებელი ცნობით, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მაშველები ჯერ არ მისულან. სამაშველო ჯგუფი თუშეთში თელავიდან წავიდა. როგორც „მთის ამბების“ რეპორტიორი თუშეთიდან იტყობინება, მაშველებს სოფელი ბოჭორნა ჯერ არ გაუვლიათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზაფხულობით, ტურისტულ სეზონზე, თუშეთში მაშველთა ერთი ჯფუფი მორიგეობდა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, წელს თუშეთში მაშველები აღარ არიან.
წოვათას ხეობა ომალოდან დაახლოებით 2 საათის სავალზეა. დღეს წოვათაში სათემო დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამ თემაზე: