weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

11 წლის ბავშვი, რომელიც თუშეთში კლდიდან გადავარდა, რეანიმაციაშია მოთავსებული

09:25 ორშაბათი, 30 ივლისი 2018

თუშეთის სოფელ გოგრულთაში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„პაციენტი მიღებულია მძიმე მდგომარეობაში. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. წარმოდგენილი კვლევებით დგინდება ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, ასევე ქალა ფუძის და სახის ძვლების მოტეხილობები. დაგეგმილია საკონტროლო კვლევები - თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება პაციენტის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნეიროქირურგმა არჩილ აგლაძემ.

სოფელ გოგრულთაში 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]