27 ივლისს მამაკაცი თანხმლებ პირებთან ერთად სოფელ შარაბიძეებთან, მდინარე ჭოროხის ნაპირას პიკნიკზე იმყოფებოდა, როდესაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. მეგობრებმა მისი წყლიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში აწარმოებდა.