ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი პეტრიაშვილი (კომაროვის სკოლა), დავით რიჟინაშვილი (ვეკუას სკოლა) და საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სკოლა). საპატიო დიპლომი გადაეცა ლევან გოჯიაშვილს (სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსი“).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, IChO-2018-ში, რომელიც წელს ბრატისლავასა და პრაღაში ჩატარდა, 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.