ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილის, ბადრი პაქსაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი ფაქტობრივად გარდაცვლილი დახვდათ და კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ნიშნებით გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.