პრემია „საბას“ ხუთი ნომინაციის ფინალისტები გახნდენ:
წლის საუკეთესო რომანი: გურამ ბათიაშვილი - „ელიგლა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“); მარი ბექაური - „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ლაშა ბუღაძე - „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); დათო გაბუნია - „დაშლა“ (წიგნები ბათუმში); თამარ თანდაშვილი - „მატერიკონი“ (სისესტა).
წლის საუკეთესო პროზაული კრებული: თეონა დოლენჯაშვილი - „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“); ლევან მუსხელიშვილი - „მოკლე მოთხრობები“ (სეზანი).
წლის საუკეთესო პოეტური კრებული: გიორგი არაბული - „გვრინი“ (გამომცემლობა ინტელექტი); სოსო მეშველიანი - Arboles Altos („ინტელექტი“); ზურაბ რთველიაშვილი - „პოეზიის დიქტატურა“ (ინტელექტი); პაატა შამუგია - „დედა ენა“ (წიგნები ბათუმში); ბელა ჩეკურიშვილი - „სიშიშვლის დეტექტორი“ (ინტელექტი).
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); გაბრიელ ტანიე - „ქანაანის შვილები“ (ინტელექტი); ზურა ჯიშკარიანი - „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: სოსო მეშველიანი - „ქუნარეშ“(ინტელექტი); ირმა ტაველიძე - „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (დიოგენე); მარინა ქარცივაძე - Modus Vivendi (ქოლგა).
წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, რანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართება.