weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სამცხე–ჯავახეთში 3 დღეში 30-მდე სახერხი დალუქეს

18:40 სამშაბათი, 31 ივლისი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამცხე–ჯავახეთში 29 სახერხი საამქრო დალუქა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საამქროებში შემოწმება 28-დან 30 ივლისამდე ჩატარდა.

„ინვენტარიზაცია ყველგან ჩატარდება. ილუქება ის, რაც დახურულ შენობაშია, ღია ცის ქვეშ რაც არის ფიზიკურად მათი დალუქვა ვერ ხერხდება, თუმცა, შესაბამისი ოქმი დგება. ჯერ სრულად უნდა აღიწეროს ყველა საწარმო, შემოწმდეს დოკუმენტები და ამის მერე გაირკვევა, პასუხისგებაში ვინმე მიეცემა თუ არა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის კომენტარს.

უწყების ინფორმაციით, 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ხდება ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა.

ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეამოწმებენ ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]