weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

74% საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება – NDI

11:05 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, შეკითხვაზე -„უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას ლეგალიზაცია საქართველოში?“ - გამოკითხულთა 74%-მა უპასუხა, რომ „არ უნდა მოხდეს“. 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

სხვა ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის შესახებ შეკითხვა დასმული არ ყოფილა.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა, ინტავენული, აბები და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ უნდა მოიხადოს სასჯელი, 54% ფიქრობს, რომ არ უნდა მოიხადოს სასჯელი, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1.9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]