weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია – NDI

11:38 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018
ფოტო: Onnik James Krikorian ფოტო: Onnik James Krikorian

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და პენსიები საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად რჩება. კერძოდ, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 32% ასახელებს სიღარიბეს, 28% ფასების ზრდას და პენსიებს.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის მეოთხე ადგილზეა (24%). მას მოსდევს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა (21%), ხელფასები (17), განათლება (15%), ადამიანის უფლებები (10%), რუსეთთან ურთიერთობა (10%), სამართლიანობის აღდგენა (8%), კრიმინალი (6%), სამართლიანი არჩევნები 5%), სასამართლო სისტემა (4%) და ნატოში გაწევრიანება (4%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1.9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]