weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

4 აგვისტოს „თუშეთობას“ პრემიერი და მინისტრები დაესწრებიან

11:12 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

თუშეთში, სოფელ ომალოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე“, იგივე „თუშეთობა“ წელს 4 აგვისტოს აღინიშნება. ღონისძიებები 13:00 საათიდან თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. „თუშეთობა“ ტრადიციულად დოღით გაიხსნება, რის შემდეგაც ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვან მწყემსებს დააჯილდოვებენ.

„ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი კუთხე. გამოიფინება ძველებური ნივთები, ტრადიციული სამოსი. ამასთან, ვაჩვენებთ ქსოვის, ჩეჩვის პროცესს, რაც თუშეთისთვისაა დამახასიათებელი. მოხდება თუშეთში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია, თუშური ტრადიციული კერძების - ხავიწის, კოტორის, ხინკლის, გორდილას, ქუმელის და თუშური გუდის ყველის დეგუსტაცია. სპეციალურად ამ დღისთვის მოიხარშება თუშური ალუდი. სპორტული ღონისძიებებიდან დოღის გარდა, მშვილდოსნობაში შეჯიბრიც გაიმართება“, - უთხრა „რეგინფოს“ ახმეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ხოხობაშვილმა.

„თუშეთობაზე“ დაგეგმილია კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, მომღერალი სოფო ბათილაშვილი, ჯგუფი „ნიუტონი“,„ხრიდოლი“ და ადგილობრივი ანსამბლი „კესელო“.

„თუშეთობას“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დაესწრებიან. მამუკა ბახტაძე მინისტრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტორთა ცენტრში თუშეთის მცხოვრებლებსაც შეხვდება.

„შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფერმერები, მწყემსები, დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები. საუბარი შეეხება ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას და იმ პრობლემურ საკითხებს, რაც თუშებს აწუხებთ“, - აღნიშნა ფიქრია ხოხობაშვილმა.

„თუშეთობა“ საღამოს 20:00 საათზე კოცონთან ფილმის „თუში მეცხვარე“ ჩვენებით დასრულდება.

დღესასწაულის მიზანი თუშების ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]