საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა. ახალგაზრდების ძებნა დღეს დილიდან განახლდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები. სავარაუდოდ, ძმები ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.