weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

12:35 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 მსჯავრცებული შეიწყალა. აქედან, 40 საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდება.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადბით, შეწყალებულთა შორის სამი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და ერთი უვადო მსჯავრდებულია.

„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. მან შეიწყალა 83 პატიმარი. შეწყალების კომისია 2018 წლის 23-დან 27 ივლისის ჩათვლით მუშაობდა, 876 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა. პრეზიდენტმა განიხილა რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა 83 მსჯავრდებული.

83 მსჯავრდებულს შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. სულ შეწყალებულთა შორის არის სამი ქალი მსჯავრდებული, მათგან ერთი დღესვე გათავისუფლდება, ხოლო ორს შეუმცირდა სასჯელი. არის ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულიც“, – განაცხადა ქორიძემ.

მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომელსაც კომისია განიხილავდა, არ იყო და მასთან დაკავშირებით რეკომენდაცია პრეზიდენტისთვის წარდგენილი არ ყოფილა.

„გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ. შესაბამისად, კომისიაზე მისი საქმე ვერ განიხილებოდა“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]