weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უაქციზო სიგარეტის გაყიდვის საქმეზე 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

13:29 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა–გადაზიდვა–გაყიდვისთვის ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ცნობით, გაყიდვის მიზნით დაკავებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში, თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა–გადაზიდვას ახდენდნენ.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც  6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]