weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამხედროების ჩხუბის გამო სერჟანტთა აკადემიის 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს

14:21 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიის ხუთი ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 3 სამხედრო მოსამსახურე დანით დაიჭრა, 2 კი დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ., აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ., საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ., ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ..

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის დაცვის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს ცივი იარაღი თან არ უნდა ჰქონოდათ. მისივე თქმით, ჩხუბში მონაწილე პირები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იყვნენ. 

ერთი სამხედრო მოსამსახურე ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ერთი - ინგოროყვას კლინიკაში, ერთი - „ამტელ ჰოსპიტალში“, ორი დაშავებული კი უკვე სახლებში გაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარ დაპირისპირების გარკვევის მიზნით ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხნენ უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები. სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]