კითხვაზე – როდის მოისმინა პატრიარქის პოზიცია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, მეუფე იაკობმა უპასუხა: „თავიდანვე“.
მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხსაც განიხილავენ. მისივე თქმით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.
კითხვაზე – აპირებენ თუ არა სინოდის წევრები ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზთან შესვლას, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ“.
ჟურნალისტებმა ქორეპისკოპოსს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც, მის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.
„მატყუარაა, რა უნდა ვთქვა, მატყუარა ადამიანია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ზოგიერთები, ვინც ვითომ მას იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში“, – აღნიშნა მან.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.