weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მგზავრის გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

11:11 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ ტაქსის მძღოლს, დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ც.-მ მგზავრთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით დაამყარა.

„2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, გ.ლ. ქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მგზავრობდა დ.ც.-ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით. მგზავრობისას დ.ც-მ გზის სავალ ნაწილზე გააჩერა ავტომანქანა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი გ.ლ.-სთან. დაზარალებული ეცადა ავტომანქანიდან თავისი კუთვნილი ხელჩანთის აღებას, რა დროსაც დ.ც.-მ ძლიერად ჩაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმის შედეგად მგზავრი წაიქცა და თავი დაარტყა ბორდიურს, ხოლო დ.ც. ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი ისე, რომ თან წაიღო გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

31 ივლისს, დ.ც. მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტაქსის მძღოლს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]