weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

სოფელ ომალოში დღეს „თუშეთობა“ გაიმართება

11:06 შაბათი, 04 აგვისტო 2018

თუშეთში, სოფელ ომალოში დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე – თუშეთობა 2018“ გაიმართება. კულტურული და სპორტული ღონისძიებები 13:00 საათიდან დოღით დაიწყება.

13:20 საათზე, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუშეთში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა. 13:30 საათზე კი მშვილდოსნობაში შეჯიბრი დაიწყება. 14:00 საათზე ღონისძიების ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრებიან.

სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, სტუმრებს შეეძლებათ თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე დააგემოვნონ და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური სამზარეულოს კერძების მომზადებაში. 15:00 საათზე მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, მოხდება ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების კურთხევა-დაჯილდოება.

15:15 საათზე პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, ფერმერებსა და მწყემსებს შეხვდებიან. „თუშეთობა“ 20:00 საათზე, კოცონითა და ფილმის ჩვენებით დასრულდება.

„მეცხვარის დღე“, იგივე „თუშეთობა“ ყოველ წელს აღინიშნება. დღესასწაულის მიზანი თუშების ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]