13:20 საათზე, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუშეთში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა. 13:30 საათზე კი მშვილდოსნობაში შეჯიბრი დაიწყება. 14:00 საათზე ღონისძიების ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრებიან.
სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, სტუმრებს შეეძლებათ თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე დააგემოვნონ და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური სამზარეულოს კერძების მომზადებაში. 15:00 საათზე მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, მოხდება ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების კურთხევა-დაჯილდოება.
15:15 საათზე პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, ფერმერებსა და მწყემსებს შეხვდებიან. „თუშეთობა“ 20:00 საათზე, კოცონითა და ფილმის ჩვენებით დასრულდება.
„მეცხვარის დღე“, იგივე „თუშეთობა“ ყოველ წელს აღინიშნება. დღესასწაულის მიზანი თუშების ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა.