უცხოელმა ადგილობრივ პოლიციას მიმართა. „დამცინეს, ვინღა დააბრუნებსო“, - ციტირებს ტურისტის მონათხრობს ტუღუში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტურისტის გაქურდვის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.