ავარია ცოტა ხნის წინ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან მოხდა, რის გამოც ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია. ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთის ორ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 