weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს“ - საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

12:32 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017
„თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს“ - საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან ფოტო © ლიბერალი

დემირელის სკოლის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჩაბუქის წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლება და მისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემა მოითხოვეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, ჩაბუქის მიმართ დაწყებული საექსტრადიციო პროცედურა დროებით შეჩერებულია, რადგან ლტოლვილთა სამინისტრო მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

„დღეისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის პროცესი შეჩერებულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან დაწყებულია პროცედურა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სატატუსის მინიჭების თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ დადებითად გადაწყდა ეს საკითხი, ბუნებრივია, შეწყდება ექსტრადიციის საქმე, ხოლო თუ უარყოფითად გადაწყდა, გაგრძელდება“, - ამბობს სოსო ბარათაშვილი.

მუსტაფა ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველომ ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს.

„აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე. ეს საქმე გამოაჩენს რამდენად სცემს პატივს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციას და იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დიდიხანია შესასრულებლად სავალდებულოდ აქვს აღიარებული. ამიტომ ჩაბუქის ექსტრადიცია არ იქნება ერთი ადამიანის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დაყენება. ეს იქნება ამ ქვეყნის კონსტიტუციის უპატივცემულობა და დარღვევა“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა. ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს, პოლიციამ 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. თურქეთის მტკიცებით, მას კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - „FETO“-თან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ზაფხულში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა. საია მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე.

საქართველოს სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ქსტრადიციის საკითხის განხილვისას, მის მიმართ თურქეთში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები შეისწავლონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]