მოხუცი ცოლ-ქმარი გუშინ ღამით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, კაცი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, ქალს კი სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები აქვს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.