„მოკვლევა დაადგენს, რამ გამოიწვია ხანძარი, მაგრამ, სავარაუდოდ, მიზეზი ელექტროსადენებია. წინასწარი ინფორმაციით, ამ ობიექტზე 1 100 000 ლარამდე ღირებულების სასაქონლო მარაგი იყო. ჯერ-ჯერობით არ ვიცით, სრულად განადგურდა, თუ არა“, - განუცხადა მაღაზიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
ხანძრის ადგილზე 8 სახანძრო ავტოცისტერნა და 40 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, მაღაზიის სიახლოვეს ბენზინგასამართი სადგური და არაერთი სავაჭრო ობიექტია, თუმცა ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული და მისი გავრცელების საფრთხე თავიდან აიცილეს.