weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაღლითური ჯგუფი Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით თანხებს ითვისებდა - შსს

14:02 კვირა, 05 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავა თაღლითური ჯგუფის 4 წევრი, რომლებმაც Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით 1000 ლარზე მეტი მიითვისეს.

შსს-ს განცხადებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან ცოლ-ქმარი - 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს დაბადებული კ.თ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000 ლარზე მეტი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]