weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ის მიერ ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე დაკავებული პირი მალხაზ ტოხოსაშვილია

11:40 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი მალხაზ ტოხოსაშვილია.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მალხაზ ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა, თუმცა ბოლო წლებში ის ცოლ-შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს.

კონტრტერორისტული ცენტრის განცხადებით, მალხაზ ტოხოსაშვილის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]