weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში ჰესების მშენებლობის საკითხზე დისკუსია გაიმართება

16:25 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

პანკისისა და ხადორის ხეობებში, ჰიდროელექტროსადგურების „ხადორის 3“-ის და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე, 11 აგვისტოს, პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში დისკუსია გაიმართება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრა მედიისთვის ღიაა. დისკუსია 13:00 საათზე დაიწყება.

დისკუსიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართეთ პანკისის სათემო რადიოს ტელეფონზე: 596 16 10 00.

პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა სოფელ ბირკიანში „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 29 ივნისს შეაჩერეს. ადგილობრივები ითხოვენ, პანკისში ახალი ჰესები აღარ აშენდეს. მათი თქმით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან განადგურდება მდინარე ალაზნის ეკოსისტემა და უნიკალური ლანდშაფტი, დაიკარგება საძოვრები, საფრთხე შეექმნება სოფლების სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებას, რის შედეგადაც ადგილობრივები სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების გარეშედარჩებიან; ხეობა დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას, რაც თითქმის არარსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროა; „ხადორი 3“ ჰესის გამო მილებში მოექცევა მდინარე ალაზნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%, რაც ფაქტობრივად ალაზნის დაშრობის ტოლფასია.

ამასთან, პანკისელები ჰესების მშენებლობაზე უარის თქმის მიზეზებად, ელექტროსადგურებიდან მდინარის წყლის დაბინძურებას, მდინარეებში თევზის შემცირებას ან საერთოდ გაქრობას და მაღალი ძაბვის ახალი ხაზის შესაძლო მშენებლობას ასახელებენ. პანკისში მეოთხე ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლოა დასახლებული პუნქტის გავლით მაღალი ძაბვის ახალი ხაზი აშენდეს, რათა ჰესიდან ელექტროენერგია ახმეტის ქვესადგურს მიეწოდოს. „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული აქვს.

ჰესების მშენებლობის საკითხი უხუცესთა კავშირსა და სალაფიტებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა, რის შემდეგაც სალაფიტებმა უხუცესებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, ახალი საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადეს.

პანკისის სათემო რადიო WAY

პანკისის სათემო რადიო მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა. რადიოს ვებგვერდია www.Radioway.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]