weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქარელის საავადმყოფოში მშობიარე ბავშვთან ერთად გარდაიცვალა

17:34 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

ქარელის საავადმყოფოში საკეისრო კვეთის დროს მშობიარე ბავშვთან ერთად გარდაიცვალა. 32 წლის ლალი ცხვედაძე მე-5 შვილს ელოდებოდა.

„საბოლოო პასუხს ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც უკვე დანიშნულია. პაციენტი აღრიცხვაზე იყო თბილისში. ჩვენთან მხოლოდ საოპერაციოდ შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ემბოლიით გარდაიცვალა“, - აცხადებს საავადმყოფოს ხელმძღვანელი მიხეილ სარაული შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. უმცროსი შვილი 1 წლისაა, უფროსი კი 8 წლის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 2-ე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]