weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახმეტის გამგებელი უკანონო იჯარის გაუქმებას არ აპირებს

13:04 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 77 101 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი 49-წლიანი იჯარით გადასცა თავის ახლობელს, გამგეობის წამყვან სპეციალისტ ლევან უძილაურს, რაზეც საკრებულოსგან თანხმობა არ ჰქონდა. Reginfo-ს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, გამგებელმა იჯარის ვადა 20 წლამდე შეამცირა, თუმცა უკანონო იჯარის გაუქმებას არ აპირებს.

2017 წლის 28 მაისს reginfo.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია „ახმეტის გამგებლის 49 წლიანი კორუფციული გარიგება „სანდო“ ხელქვეითთან“. მასში საუბარი იყო 2017 წლის აპრილში ახმეტის გამგეობის მიერ სოფელ ფიჩხოვანში მდებარე 77 101 კვ.მ სახნავი დანიშნულების მიწის გაიჯარებისას დაშვებულ კანონდარღვევებზე.

კერძოდ, ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ვადა შეადგენდა 20 წელს, თუმცა მას შემდეგ, რაც აუქციონში ახმეტის გამგებელთან დაახლოებულმა პირმა გაიმარჯვა, გამგებელმა იჯარის ხელშეკრულების ვადა 49 წლამდე გააგრძელა. შესაბამისად, 49-წლიანი იჯარის უფლება დარეგისტრირდა ლევან უძილაურზე, რომელიც ბექა ბაიდაურის ნათესავია და ახმეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მუშაობს.

Reginfo-სთვის ცნობილი გახდა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ახმეტის გამგებელი დაშვებული გადაცდომის გამოსწორება გადაწყვიტა, თუმცა საამისოდ მხოლოდ „მცირედის დათმობა“ ჩათვალა საკმარისად. კერძოდ, 2017 წლის 5 ივნისს, მოიჯარე ლევან უძილაურის მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ჩანაწერში განხორციელდა ცვლილება, რის შედეგადაც იჯარის ვადა შემცირდა და აუქციონის პირობის შესაბამისად, 20 წლით განისაზღვრა.

სარეგისტრაციო დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ახმეტის გამგებელმა მხოლოდ ის ბრძანება გააუქმა, რომლითაც იჯარის ვადის გახანგრძლივებას შეეხებოდა. Reginfo-მ დამატებით მოიპოვა ინფორმაცია, რომ კანონის დარღვევით განხორციელდა არა მარტო იჯარის ვადის გაზრდა, არამედ მიწის ნაკვეთის გაიჯარების მთლიანი პროცესი.

როგორც გამოირკვა, ახმეტის გამგებლის მიერ მიწის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც და იჯარის წლიური ქირის ოდენობის დადგენაც განხორციელდა საკრებულოსთვის წარდგენისა და მისგან თანხმობის მიღების გარეშე, რაც იურისტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნათა უხეში დარღვევაა და, შესაბამისად, გამგებლის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ადმინისტრაციული აქტის გაუქმების საფუძველია. აღნიშნული აქტების გაუქმება კი იჯარის ხელშეკრულების ბათილობასაც იწვევს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]