დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკის დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დაშავებულს თავის ტრავმა და კიდურების მოტეხილობები აქვს. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება საპატრულო პოლიციის კახეთის დეპარტამენტმა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.