weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ პირებს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

11:50 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიამ ხულიგნობის მუხლი ცემის მუხლით გადააკვალიფიცირა. სასამართლომ ბრალდებულებს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ბრალდებულ გიორგი გოგიძეს მოსამართლემ 3000 ლარის გადახდა დაევალა, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას 5000 ლარის, კობა ტყეშელაშვილს 6000 ლარის, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7000 ლარის.

მოსამართლის განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ხულიგნობა დადასტურდებოდა.

პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის განმარტებით, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ პროკურატურა გადაწყვეტს, მიმართოს თუ არა სააპელაციო სასამართლოს.

კორცხელის საქმეზე სასამართლო განხილვები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. დაიკითხა 102 მოწმე.

ინციდენტი 2016 წლის 22 მაისს, შუალედური არჩევნებისას, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. ერთმანეთს სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ნიკანორ მელია და სხვა პოლიტიკოსები ცემეს. ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორისორი პოლიციელი. ინციდენტის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]