weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს

12:37 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურიაა, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამით, მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ კაბინეტში მოკლეს. სამსონ ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრობის“ ერთ-ერთი მეწილე იყო.  მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის შელაპარაკება გახდა:

„ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა”.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ვერსია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა უკვე მეორედ დააკავეს. პირველად ის მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. გამოძიება მას მკვლელობის გარდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.

ჭანტურიას ადვოკატების განცხადებით, იარაღი გიორგი ჭანტურიას არ ეკუთვნის და მის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ პოლიციამ შეიტანა.

„პირდაპირ მიადგნენ იმ ადგილს, სადაც მათ მიერ ჩადებული იარაღები ინახებოდა. ეს არის მათ მიერ მოწყობილი ცირკი. არავითარ მტკიცებულებაზე მითითება არ ხდება მოსამართლის განჩინებაში, თუ რის საფუძველზე მოხდა ჭანტურიას დაკავება“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ანი კეკენაძემ.

აპრილში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაში გადავიდა და საზოგადოება უახლოეს პერიოდში ამ საქმეზე ახალ ინფორმაციას შეიტყობდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]