weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს შეისწავლიან

17:12 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან. აღნიშნული ისტორიები ახალი საგნის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოში შევა. საგანი მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტის, შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომდევნო სასწავლო წლიდან კი, როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს, შესაძლოა, აღნიშნული საგანი სავალდებულო გახდეს.

მისი თქმით, ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება. წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.

ამ ეტაპზე სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]