როგორც „რეგინფოს“ შსს-ში განუცხადეს, 7 აგვისტოს, 112-ში დახმარებისთვის გერმანელმა ტურისტებმა დარეკეს. შეტყობინების თანახმად, ქართველი მამაკაცი მათ კარავში შეღწევას ცდილობდა. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ და მამაკაცი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მცდელობას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ადგილობრივი მცხოვრებია, წარსულში ნასამართლევი.