weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტურისტების გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

23:13 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018
ფოტოზე დაკავებულის ადვოკატი შოთა ჩიქოვანი / ფოტო © რადიო „ათინათი“ ფოტოზე დაკავებულის ადვოკატი შოთა ჩიქოვანი / ფოტო © რადიო „ათინათი“

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა პროკურატურის საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ჩხოროწყუში, გერმანელ ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე მამაკაცს, სასჯელის სახით 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან მსჯავრდებული 3 თვეს ციხეში მოიხდის, 7 თვე კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

დაკავებულის ადვოკატის შოთა ჩიქოვანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დანაშაულს აღიარებს და მომხდარს ინანიებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

45 წლის მამაკაცი მამაკაცი 7 აგვისტოს დააკავეს. შემთხვევა ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]