weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა, დაწესებულია შეზღუდვები

11:12 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, რომელიც ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანებების გამო, გუშინ საღამოდან ჩაკეტილი იყო, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც „რეგინფოს“ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა უთხრა, თუ წვიმა გაგრძელდა, შესაძლოა, გზა ისევ ჩაიკეტოს.

„ავტომობილები უკვე გავატარეთ და აღარავინ არის ჩარჩენილი. თუმცა, გზა არის ვიწრო და თუ არ გაფართოვდა, მანქანები ერთმანეთისთვის გვერდის ავლას ვერ შეძლებენ. დილიდან ტრაქტორები დავამატეთ და ამ დროისთვის ყველა მნიშვნელოვან ადგილას სულ 8 ტრაქტორი მუშაობს. წვიმის შედეგად, აბანოს უღელტეხილამდე მეწყერი ისეთ ადგილებში ჩამოვიდა, სადაც აქამდე არასდროს ჩამოსულა. დაახლოებით 500 კუბური მეტრი მიწაა ჩამოსული. თუ წვიმები გაგრძელდა, შესაძლოა გზა ისევ ჩაიკეტოს. ამ დროისთვის წვიმს, თუმცა არა ძლიერად“, - უთხრა ტარიელ წიკლაურმა „რეგინფოს“.

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. გზაზე რამდენიმე მანქანა იყო ჩარჩენილი. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]