სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს მძღოლი გარდგაცვლილი დახვდათ, ხოლო მგზავრი, რომელიც იმავე ავტომობილში იმყოფებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია. მათივე ცნობით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.