weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთში მაშველებმა შტორმის დროს ზღვაში შესული 16 წლის ბიჭი გადაარჩინეს

16:54 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის ბიჭი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებს ბიჭის გადარჩენაში მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ დღეს 4-ბალიანი შტორმია და ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. მაშველები დამსვენებლებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები და ზღვაში არ შევიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]