weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში ახმედ ჩატაევის თანამზრახველი, 21 წლის რუსლან შავაძე დააკავეს

17:17 პარასკევი, 10 აგვისტო 2018
ფოტოზე: ახმედ ჩატაევი ფოტოზე: ახმედ ჩატაევი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნაში მყოფი 21 წლის რუსლან შავაძე ბათუმში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რუსლან შავაძე დამნაშავედ არის ცნობილი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისთვის. რუსლან შავაძეს სასჯელის სახით დაუსწრებლად აქვს მისჯილი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სუს-ის მტკიცებით, ახმედ ჩატაევმა, 2017 წლის 27 ოქტომბერს, საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, არალეგალურად, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად გადმოკვეთა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ის პირებიც, რომლებიც სუს-ის განცხადებით, ჩატაევს და მასთან ერთად მყოფ პირებს, ხელს უწყობდნენ თურქეთიდან საქართველოში გადმოსვლაში.

„ჩატაევი, ადაშევი და შავაძე, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი - იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი.

აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი. დაიჭრნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და ძებნა გამოცხადდა“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის ცნობით, რუსლან შავაძე 2016 წლის სექტემბრიდან გარკვეული პერიოდი სირიაშიც იმყოფებოდა და ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]