მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.