weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების ფასი განახევრდება

13:15 შაბათი, 11 აგვისტო 2018

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების - „სიოფორის“, „დიაბეტონის“ და „ამარილის“ ფასი განახევრდება. 

დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტებზე ფასდაკლება მთელს მოსახლეობაზე გავრცელდება.

„მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მაღალი ფინანსური ტვირთი იყო. სამი მთავარი მედიკამენტის, რომელიც კეტავს მეორე ტიპის დიაბეტის, გაიაფება მაისიდან დაიწყო. ორშაბათიდან მოსახლეობას შეეძლება, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი, „მედფორმინი“, უკვე  პრაქტიკულად ნახევარ ფასად შეიძინოს. ამ სამი ტიპის მედიკამენტზე მოსახლეობა წელიწადში 10 მილიონს ხარჯავდა, ამ ინტერვენციის შემდეგ კი დაიხარჯება 5 მილიონი. ხარჯები განახევრდება და ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეეხება ყველას, კატეგორიების მიუხედავად“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომელთა მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი დღემდე მედიკამენტების მიწოდება ხდებოდა ერთი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]