გამოძიების ინფორმაციით, 10 აგვისტოს, ბრალდებულმა საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 44 წლის პ.მ. და 35 წლის ს.პ.
შსს-ს ცნობით, მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გ.მ.-მ პ.მ-ს და ს.პ.-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.